Gürcistan-Batum Belediye Başkanı Archil Chikovani, Türkiye’deki Gürcistan diasporasının temsilcileriyle bir araya geldi.Toplantıda Batum Belediye Başkanı Archil Chikovani, Gürcü diasporasının önemi ve kültürel kimliğin korunması hakkında konuştu. Batum’da devam eden, ekonominin gelişmesine ve yatırımların çekilmesine katkı sağlayan projeler diaspora temsilcilerine de tanıtıldı. Archil Chikovani’ye göre, diaspora ile yakın bir ilişki, diasporada önemli ve ilginç girişimlerin uygulanmasına yardımcı olacaktır. Görüşmede Gürcistan diasporasının iki ülke ilişkilerinin başarısındaki rolü vurgulandı. Türkiye Cumhuriyeti’nin Gürcistan’ın hem ikili hem de uluslararası formatlarda sıkı bir destekçisi olduğu kaydedildi.
Diaspora temsilcileri, Batum Belediye Başkanı’na faaliyetleri ve uyguladıkları projeler hakkında bilgi verdi. Gürcü dili ve kültürünün korunması ve geliştirilmesindeki rollerinden de bahsettiler.Toplantının sonunda, Archil Chikovani onlara ana dillerini, ulusal ve kültürel kimliklerini tanıttıkları ve korudukları için teşekkür etti. Taraflar, yakın işbirliğini sürdürme isteklerini dile getirdiler.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თურქეთში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელობასა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო ბათუმში მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. არჩილ ჩიქოვანის თქმით, დიასპორებთან მჭიდრო კავშირი ხელს შეუწყობს დიასპორაში მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივების განხორციელებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის როლს. აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.
დიასპორის წარმომადგენლებმა ბათუმის მერს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ასევე ისაუბრეს მათ როლზე ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარების საქმეში.
შეხვედრის დასასრულს არჩილ ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა მათ მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის ხელშეწყობისა და შენარჩუნებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.