Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı Recep Tayyip Erdoğan, 25 Nisan 2023 tarihinde Cumhurbaşkanlığı Külliyesi’nde Gürcistan Büyükelçisi Giorgi Janjgava’ya iki ülke arasındaki dostane bağların ve stratejik ortaklığın derinleşmesine katkılarından dolayı teşekkür belgesi takdim etti.
Teşekkür belgesinde şu ifadelere yer veriliyor; “Gürcistan ve Türkiye Cumhuriyeti’ne ve üstün çabalarına, ayrıca ülkede meydana gelen yıkıcı depreme ve sonuçlarıyla başa çıkma sürecinde aktif olarak yer almalarına teşekkür ederiz. Türk halkının ve devletinin Gürcistan büyükelçisine gönülden şükranlarını sunduğu ve onun meziyetlerini hiçbir zaman unutmayacağı belirtiliyor.”
Konuyla ilgili bir açıklama yapan Gürcistan Büyükelçisi Giorgi Janjgava şunları söyledi; “Teşekkür belgesi ile ödüllendirilmek her zaman büyük bir onur ve heyecan vericidir, ancak stratejik bir ortak, komşu ve arkadaş tarafından şahsen sunulması iki kat güzeldir.”
Türkiye’de meydana gelen depremin ardından kurtarma ve kurtarma operasyonlarında yer alan Gürcistan İçişleri Bakanlığı Acil Durumlar Yönetim Servisi İtfaiye ve Kurtarma Kuvvetleri Daire Başkan Yardımcısı Sivil Güvenlik Albay Mamuka Sefiashvili’ye “En Yüksek Adanmışlık Nişanı” özel ödülü takdim edildi.
2023 წლის 25 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს ელჩს, გიორგი ჯანჯღავას გადასცა მადლობის სიგელი, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისა და გაწეული უმაღლესი ძალისხმევისთვის, ასევე, ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავების პროცესში, აქტიური ჩართულობისთვის.
მადლობის სიგელში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ თურქი ხალხი და სახელმწიფო, გამოხატავს გულითად მადლიერებას საქართველოს ელჩისადმი და არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი“, ასევე, გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ყოველთვის დიდი პატივი და ამაღელვებელი განცდაა, როცა მადლობის სიგელით გაჯილდოებენ, თუმცა, ორმაგად სასიამოვნოა, როცა მას სტრატეგიული პარტნიორის, კეთილმეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი პირადად გადმოგცემს.