Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze, Azerbaycan’nın başkenti Bakü’de Azerbaycan Cumhuriyeti Cumhurbaşkanı İlham Aliyev ile görüştü.
Azerbaycan Cumhuriyeti Cumhurbaşkanı, Zagulba Sarayı’nda düzenlenen görüşmede, Gürcistan hükümetinin parlamento seçimlerinde iktidar ekibinin kazandığı zaferden dolayı tebrik ederek, başarılar diledi.
Gürcistan ile Azerbaycan Cumhuriyeti arasındaki stratejik ortaklığın yanı sıra Gürcistan ve Azerbaycan’ın ortaklaşa yürüttüğü bölgesel önem arz eden projelere dikkat edin.
Ekonomi, ulaşım ve enerji alanlarındaki başarılı işbirliğine dikkat çeken, bağlantı kurmanın önemini ve Gürcistan’ın bu konudaki rolünü vurguladı.
Gürcistan Başbakanı, Gürcistan heyetini üst seviyede ağırlayan Azerbaycan Cumhuriyeti Cumhurbaşkanı’na teşekkür ederek, iki ülke arasındaki ortaklığın temeli çok sağlam olduğunu kaydetti.
Güney Kafkasya’da barış ve güvenliğin önemi özellikle vurgulandı. Başbakan, Gürcistan’ın gelecekte bölgede barış ve istikrarın sağlanmasına katkıda bulunmaya hazır olduğunu söyledi.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
ზაგულბას სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
აღინიშნა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა, ასევე ხაზი გაესვა დაკავშირებადობის მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობას ძალიან მყარი საფუძველი აქვს.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, მომავალშიც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.