Gürcistan-Acara Özerk Cumhuriyeti Acara Yüksek Konseyi, Acara Hükümetini ve hükümetin eylem planını onayladı. Adjara Hükümeti Başkanı Tornike Rizhvadze, tüm çabaların her bir sakin için maksimum refah yaratmak olan ortak hedefe ulaşmaya yönelik olacağını belirtti.
“Yıllar boyunca bir takım zorluklarla başa çıktık, bir takım sorun çözdük, bir çok insana yardım ettik ve bu sosyal, alt yapı projelerine paralel olarak, hepimizin Adjara’yı, Batum’u gerçek bir parlayan yıldız turizm destinasyonu haline getirmek gibi bir hayal ve misyonumuz vardı ve ben bu amaca ulaşıldığı için mutluyum. ”
Bakanlara emeğine sağlık teşekkür ederim Bundan sonraki hedefimiz Acara’daki halkımıza, nüfusumuza ve ekonomik açıdan güçlü ailelere yarım kalan hizmet olmalıdır. İşte bu yüzden bu ortak hedefe, misyona ulaşmak için tüm çabayı göstermeliyiz.
“Gürcü Rüyası” ekibine, kurucusuna gösterilen güvenden dolayı bir kez daha teşekkür ederim, hem komite oturumlarında hem de bugün bereketli bir görüşme için hepinize ayrı ayrı teşekkür ederim. “Eminim ki, işlerimiz, görevlerimiz, her şeyden önce her bir Ajari için maksimum refah yaratacak ve hemşehrilerimizin hayatını daha da güvenli ve konforlu hale getirecektir.” – dedi Tornike Rizhvadze.
Adjara hükümetinin yapısı değişmedi. Eğitim, Kültür ve Spor Bakanı-Maya Khajishvili, Tarım Bakanı -Zaza Shavadze, Maliye ve Ekonomi Bakanı -Jaba Putkaradze, Sağlık ve Sosyal Koruma Bakanı-Nino Nizharadze temsil edildi.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა და მთავრობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სრული ძალისხმევა მიმართული იქნება იმ საერთო მიზნის შესასრულებლად, რაც გულისხმობს მაქსიმალური კეთილდღეობის შექმნას თითოეული მაცხოვრებლისთვის.
,,განვლილი წლების განმავლობაში, არაერთ გამოწვევას გავუმკლავდით, არაერთი პრობლემა მოვაგვარეთ, ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და იმ სოციალური, ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ჩვენ, ყველას გვქონდა ოცნება და ამოცანა, რომ აჭარა, ბათუმი გვექცია ნამდვილ მოკაშკაშე ვარსკვლავად ტურისტულ მიმართულებად და მიხარია, რომ ეს მიზანი მიღწეულია.
მე მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრებს გაწეული შრომისთვის. ჩვენი შემდეგი მიზანი უნდა იყოს განუხრელი სამსახური ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკურად ძლიერი ოჯახები აჭარაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ საერთო მიზნის, ამოცანის შესასრულებლად.
მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” გუნდს, მის დამფუძნებელს გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს ნაყოფიერი დისკუსიისთვის, როგორც საკომიტეტო მოსმენების დროს, ასევე დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საქმე, ჩვენი ამოცანები, მაქსიმალურ კეთილდღეობას შეუქმნის პირველ რიგში თითოეულ აჭარელს და ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრებას კიდევ უფრო უსაფრთხოს, კომფორტულს გახდის“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის შემადგენლობა უცვლელი რჩება. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად – მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად – ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად – ჯაბა ფუტკარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ნინო ნიჟარაძე იქნა წარმოდგენილი.