T.C. Dışişleri Bakanı Mevlüt Çavuşoğlu, Gürcistan Başbakan Yardımcısı ve Dışişleri Bakanı Davit Zalkaliani ile telefon görüşmesi yaptı. Konuyla ilgili olarak Gürcistan Dışişleri Bakanlığının yaptığı yazılı açıklama şöyledir;
“Gürcistan Başbakan Yardımcısı Dışişleri Bakanı Davit Zalkaliani, Türkiye Cumhuriyeti Dışişleri Bakanı Mevlüt Çavuşoğlu ile telefon görüşmesi yaptı.Bakanlar, bölgedeki gelişmeler, Ukrayna’da devam eden savaş ve bunun sonucunda oluşan zorlu güvenlik ortamı hakkında konuştular. Bu bağlamda, Türkiye’nin ateşkesi durdurmanın ve mevcut ihtilafı diplomasi yoluyla çözmenin yollarını bulmaya yönelik aktif çabalarının önemi özellikle vurgulandı.
Telefon görüşmesi sırasında, Gürcistan’ın işgal altındaki bölgelerindeki durum da dahil olmak üzere Gürcistan’ın karşı karşıya olduğu güvenlik sorunları ayrıntılı olarak konuşuldu. Türk tarafı ise Türk tarafının Gürcistan’ın toprak bütünlüğüne ve Avrupa-Atlantik emellerine sarsılmaz desteğini bir kez daha teyit etti ve işgal altındaki Abhazya bölgesinin sözde gayri meşru işgalini ve yapılan parlamento seçimlerini kınadı.Bakanlar ayrıca, üst düzey bir stratejik konsey düzenleme olasılığı da dahil olmak üzere ikili işbirliği gündemini konuştular. Bakanlar, yoğun diyaloğu sürdürmeye ve ikili ziyaretler düzenlemeye hazır olduklarını ifade ettiler.”
დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მინდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მიერ გაწეული აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიებისა და არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით.
სატელეფონო საუბრისას დეტალურად იქნა განხილული საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. თავის მხრივ, თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არალეგიტიმური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.
მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური დიალოგის გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად.