Gürcistan-Acara Özerk Cumhuriyet Hükümeti doğal afet ve yangınlardan etkilenen ailelere yardımı artırdı. Acara hükümetinin 2022 yılında aldığı karar, “Konutlu Aileler” programı kapsamında ortak finansman miktarını artırdı ve her aile Acara Hükümeti Rezerv Fonu’ndan bir yaşam alanı satın alabilecek 30 000 GEL alacak 25 000 JEL yerine. Ayrıca yangından etkilenen aileler için tek seferlik malzeme yardımı kuralını etkileyen değişiklikler, bu durumda fon 5000 GEL artırıldı ve yangından zarar gören aileler 15 000 GEL yerine 20.000 GEL alacak.
Ortak Hükümet Afet Yardım Komisyonu toplantısında, afet ve yangından etkilenen 41 aileye yardım konusu ele alındı. Komisyon üyeleri ve Hükümeti Başkanının kararına göre, adı geçen ailelere Acara Özerk Cumhuriyeti 2022 Cumhuriyet Bütçesi İhtiyat Fonu’ndan 742 094 GEL tahsis edilecek. Doğal afetlerden etkilenen 288 aileye 2021 yılı maddi yardım miktarı 1.751. 703 GEL dağıtıldı.
აჭარის მთავრობამ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული
ოჯახების დახმარება გაზარდა
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს გაიზარდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა. ასევე ცვლილება შეეხო ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების წესს, აღნიშნულ შემთხვევაშიც დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს.
სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით განიხილეს სტიქიისა და ხანძრით დაზარალებული 41 ოჯახის დახმარების საკითხი. კომისიის წევრებისა და აჭარი მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ოჯახებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფათ 742 094 ლარი.
2021 წელს სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულ 288 ოჯახზე გამოიყო ფინანსური დახმარება 1 751 703 ლარის ოდენობით.