Gürcistan Devlet İdaresi Basın Servisinin “Gürcistan Kara Sınır Kapılarının 1 Haziran 2021 tarihinden itibaren açılacağına dair” yazılı açıklaması şöyledir; “Gürcistan Kurumlararası Konsey’in 25.05.2021 tarihinde aldığı karara göre; 1 Haziran’dan itibaren kara sınırları açılacak ve tam aşı sertifikası ve negatif PCR testi ile ya da sadece son 72’de negatif PCR testi ile sınırı geçmek mümkün olacak. bu durumda PCR testi yapmakla yükümlü olacaklardır – söz konusu kararlar, Başbakan Irakli Gharibashvili başkanlığındaki Hükümet İdaresi’nde yapılan bugünkü oturumda Ajanslar Arası Koordinasyon Kurulu tarafından alınmıştır. Ayrıca son 72 saatte vatandaşları ve sakinleri Gürcistan sınırını negatif PCR testi ile geçebilen ülkeler listesine Kanada, Japonya, Kuveyt, Çin, Güney Kore, Moldova ve Umman da eklendi.
Gürcistan’a giren ziyaretçilerin sağlık sigortası yaptırmaları, kendi ülkelerinde veya Gürcistan’da satın almaları gerekmektedir. Kurumlar Arası Koordinasyon Kurulu’nun kararına göre, epidemiyolojik durumdaki istikrar eğilimi devam ederse, 1 Haziran’dan itibaren gıda satış noktalarına yönelik hafta sonu kısıtlaması tamamen kaldırılacak, bu da hafta sonları misafirleri kapalı mekanda alabilecekleri anlamına geliyor.
Toplantıda, düğün, düğün, ziyafet ve diğer çeşitli yıldönümleri gibi sosyal etkinliklerin düzenlenmesine ilişkin kısıtlamaların yürürlükte kaldığı vurgulandı. Kurumlararası Koordinasyon Konseyi, bir yandan ekonomik toparlanmayı kolaylaştırmak ve diğer yandan epidemiyolojik durumun keskin bir şekilde kötüleşmesini önlemek için kısıtlamaları hafifletmek için tutarlı ve ihtiyatlı bir yaklaşım sürdürmektedir;
Kurumlar Arası Koordinasyon Kurulu, vatandaşlara bir kez daha güncel düzenlemelere uymaya, maske takmaya ve sosyal mesafeyi korumaya çağırıyor ki bu aşı ile birlikte virüsün yayılmasını önlemek için en önemli tedbirlerden biri olmaya devam ediyor. Gürcistan’da ilk koronavirüs vakasının tespit edilmesinden bu yana, 320777 kişinin iyileştiği 339315 laboratuvar onaylı virüs vakası tespit edildi, 4654 kişi hayatını kaybetti.
Bu aşamada 91 kişi karantina, 673 vatandaş klinik otellerde ve 4094 kişi hastanede gözetim altında bulunuyor. Başkan Kakha Kuchava başkanlığındaki Gürcistan Parlamentosu ve Başkanlık İdaresi, Başbakan başkanlığındaki Kurumlar Arası Koordinasyon Konseyi’nin çalışmalarına aktif olarak katılmaktadır.”
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.
საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, შეძენილი თავიანთ ქვეყანაში, ან – საქართველოში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში ინარჩუნებს თანმიმდევრულ და ფრთხილ მიდგომას, რათა ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას და მეორეს მხრივ, თავიდან იქნას აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 339315 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 320777 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4654 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 91 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 673 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4094 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური