Gürcistan-Acara Özerk Cumhuriyeti Hükümet Başkanı Tornike Rijvadze Dünya Bankasının Gürcistan’ın hızlı internet erişimine destek projesi ile ilgili olarak yaptığı açıklamada şunları söyledi;
“Dünya Bankası Gürcistan’ın yüksek hızlı internet erişimine erişimini artırmak için 40 milyon dolar finanse edecek. Proje üç parçadan oluşuyor. Geniş bant internete finansal olarak erişimde artış. Yüksek hızlı internet ile ilgili dijital hizmetlerin kullanımını teşvik etmek. Proje uygulamalarına destek. Proje sonucunda yarım milyon vatandaş (yüksek dağ bölgeleri dahil) kaliteli internet ve elektronik sağlık, elektronik eğitim, elektronik yönetim vb. gibi hizmetlerden yararlanma imkanı bulacak. Gürcistan Hükümeti, 2020-2025 yıl Ulusal İnternet Geliştirme Stratejisi çerçevesinde Dünya Bankası işbirliğinde Gürcistan projesini geliştirdi. Başbakan Giorgi Gakharia Ocak 2020 ‘ te stratejiyi imzaladı. Proje İletişim Komisyonu desteğiyle beş yıl boyunca Açık Net tarafından hayata geçirilecek. Süreç Ekonomi ve Sürdürülebilir Kalkınma Bakanlığı tarafından denetlenecek. Guria – Ozurgeti belediyesinde genel internet programının pilot projesi başladı, sonuç olarak yıl sonunda 49 yerleşim ve 29 bine kadar yerleşim yeri olacak.”
ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტს – Log-in Georgia, მსოფლიო ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.
პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა; პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.
პროექტის შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს (მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში) შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.
პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. პროექტს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Open Net-ი განახორციელებს. პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გურიაში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო, შედეგად მიმდინარე წლის ბოლოს ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 49 დასახლებული პუნქტისთვის და 29 ათასამდე მოსახლისთვის.