Cumartesi, Kasım 23, 2024
tr
Ana Sayfa CUMHURBAŞKANLARI-BAŞBAKANLAR - BAKANLAR - MİLLETVEKİLLERİ Acara Özerk Cumhuriyeti Hükümet Başkanı Zurab Pataradze

Acara Özerk Cumhuriyeti Hükümet Başkanı Zurab Pataradze

Haber: İlker ÇAKAN
  დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ზურაბ პატარაძე  უხელმძღვანელებს. შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა იყო აუცილებელი. ზურაბ პატარაძის კანდიდატურას 21 დეპუტატიდან სრული უმრავლესობით, 14 ხმით იქნა არჩეული. მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
  „ძალიან მალე დავაკომპლექტებთ ჩვენ ახალ მთავრობას და ეს იქნება პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია საქმის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და წინსვლისათვის. დღევანდელ ჩემს გამოსვლაში არაერთგზის აღვნიშნე ის პროექტები, რომელიც დაგეგმილია აჭარის ავტონომიურ რესპულიკაში. ჩვენი პრიორიტეტია მომდევნო 4 წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები და მეტი განვითარება. რა თქმა უნდა ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის მაღალმთიანი აჭარის განვითარება, ასევე ძალიან ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროექტია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც გააძლიერებს რეგიონის მაღალმთიანეთის მოსახლეობას. პრიორიტეტებში გვაქვს ასევე გოდერძისა და გომარდულის განვითარება. და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს კუთხეს, რომ გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი და ტურისტულად აქტიური, სოციალურად და ეკონომიკურად ძლიერი რეგიონი”-განაცხადა ზურაბ პატარაძემ არჩევის შემდეგ.
რეგიონის ახალმა მმართველმა ზურაბ პატარაძემ ახალი მინისტრთა კაბინეტი 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს.
  მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე პატარაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურად 28 ნოემბერს წარადგინა.
ზურაბ პატარაძე საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მას საზოგადოება იცნობს, როგორც მაღალი ღირებულებების ერთგულს და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას, რომელიც მუდამ მზად არის საკუთარი ცოდნა და განათლება ქვეყნის სამსახურს მოახმაროს. ზურაბ პატარაძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. მას დიდი წვლილი მიუძღვის აჭარის რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციაში სხვადასხვა ქვეყანაში. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყაზახეთის სახელმწიფოს აჭარის რეგიონით განსაკუთრებულ დაინტერესებაში. მეზობელ ქვეყანაში მისი ელჩობის დროს რეგიონში გაიზარდა ყაზახური ინვესტიციები. საუბარია აბრეშუმის გზაზე, რომელიც აჭარაში გადის და რის შედეგადაც ჩვენი რეგიონი გახდება ერთგვარი სატვირთო გადაზიდვების ჰაბი.
ზურაბ პატარაძეს უკავშირდება აჭარის დღეების გამართვა ყაზახეთში, ყაზახი ტურისტების შემოსვლის 45%- იანი ზრდა და 13 რეგულარული პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა ბათუმის მიმართულებით. უახლოეს მომავალში კი რამდენიმე ახალი პროექტი განხორციელდება, რომლის ინიციატორიც ზურაბ პატარაძეა. ზურაბ პატარაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ეკომინისტის კვალიფიკაციით. აგრეთვე მან დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურში. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში, ამავე სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სავიზო პოლიტიკისა და სავიზო ურთიერთობის სამმართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში საერთო საკონსულო საკითხების სამმართველოს მეორე მდივნად, შემდეგ კი – ამავე დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად.
წლების განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი, შემდეგ კი – მრჩეველი და კონსული. აგრეთვე იყო ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული.
 2011-2012 წლებში ზურაბ პატარაძე გახლდათ თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი) საქართველოს გენერალური კონსული, ხოლო 2012- 2013 წლებში იყო თურქეთის რეს პუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
  2013-2016 წლებში იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ზურაბ პატარაძეს 2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

YORUM YAP

Please enter your comment!
Please enter your name here

SON HABERLER

Ticaret Bakanlığı’nın; döner, iskender, hamburger’de gramaj bilgisi denetimleri

Ticaret Bakanlığı; döner, iskender, hamburger’de gramaj bilgisi denetimlerine başladı.Ticaret Bakanlığı’nın konuya ilişkin yazılı açıklaması şöyledir; “Perakende olarak satışa sunulan mal ve hizmetlere ait fiyat etiketleri,...

Gürcistan-Acara “Gandagana” Festivali

Gürcistan-Acara Özerk Cumhuriyeti Başkenti Batum’da Avrupa Meyanında 22-23 Kasım tarihleri arasında “Gandagana" Festivali düzenlenecektir. İki gün boyunca Acara köylerinin varlığı ve yaşamı misafirlerin önünde...

Erdoğan Hristodulidis görüşmesi

Evvelki hafta Macaristan'ın Budapeşte şehrinde düzenlenen Avrupa Politik Topluluğu Zirvesinde,Güney Kıbrıs’ın lideri Nikos Hristodulidis’in, Türkiye Cumhurbaşkanı Recep Tayyip Erdoğan ile görüştüğü iddiaları Kıbrıs Rum...

SON YORUMLAR

error: Content is protected !!