Gürcistan-Acara Özerk Cumhuriyeti Hükümet Başkanı Sulkhan Tamazashvili; Denizcilik sektörü temsilcileriyle Batum’da düzenlenen toplantıda yaptığı konuşmada şunları söyledi;
“Denizcilik sektörünün kalkınması hem bölgenin hem de ülkenin ekonomik kalkınması konusunda olumlu bir etkisi olacak ve her denizci koşulsuz desteğe sahip olacaktır.
Denizcilik sahasının temsilcileri Gürcistan’ın ileri bir deniz ülkesi olarak Karadeniz bölgesinde oluşma ihtimali yaratıyor. Bu önemli hedefe ulaşmamda beni ve takımımı her zaman destekleyeceksiniz. Denizcilik sektörünün kalkınmasının bölge ve ülke ekonomisi üzerinde olumlu bir etki olacağına inanıyoruz.
Denizci özel bir meslektir. Günlük işiniz kararlılık, cesaret, özveri ve cesaret ister. Sık sık ailenizden ve vatanınızdan uzak olursunuz ama unutmayın ki ülkemizin kalkınması için katkınız önemlidir. Amacımız, çalışmanızı takdir etmek, güvenliğinizi korumak ve geleceğinizi istikrarlı kılmaktır.”
Gürcistan Deniz Ulaştırma Ajansı Müdürü Ivane Abashidze, görüşmede denizcilik temsilcilerine “Denizcilerin Eğitimi ve Sertifikası” yasasındaki değişiklik tasarısını sundu. Ayrıca, kalifiye personelin
geliştirilmesine, işçi haklarının korunmasına ve daha güvenli bir çalışma ortamı oluşturulmasına katkı sağlayacak denizci sertifikası ve iş koşullarıyla ilgili konular da görüşüldü
Toplantıya Batum Belediye Başkan vekili Giorgi Tsintsadze, Gürcistan Parlamentosu ve Adjara Hükümeti temsilcileri katıldı.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საზღვაო სფეროს წარმომადგენლებსა და მეზღვაურებს შეხვდა.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება დადებითად აისახება როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და თითოეულ მეზღვაურს ექნება მისი უპირობო მხარდაჭერა.
„საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ქმნით შესაძლებლობას, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონში ჩამოყალიბდეს, როგორც მოწინავე საზღვაო ქვეყანა. ამ მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელებაში მუდმივად გექნებათ ჩემი და ჩემი გუნდის მხარდაჭერა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება დადებითად აისახება რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მეზღვაურობა განსაკუთრებული პროფესიაა. თქვენი ყოველდღიური შრომა მოითხოვს სიმტკიცეს, სიმამაცეს, თავდადებასა და გამბედაობას. ხშირად ხართ ოჯახებსა და სამშობლოსგან მოშორებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წვლილი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, თქვენი შრომა იყოს დაფასებული, თქვენი უსაფრთხოება დაცული, ხოლო თქვენი მომავალი სტაბილური,” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ასევე, მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან და შრომის პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების განვითარებას, შრომითი უფლებების დაცვასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.
შეხვედრას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




