Gürcistan-Acara Özerk Cumhuriyeti Hükümet Başkanı Tornike Rijvadze’nin görevinden istifa etmesi sonucu; Tiflis Eminiyet Müdürü Sulkhan Tamazashvili Gürcistan-Acara Özerk Cumhuriyeti Hükümet Başkanı olarak atandı.
Konuyla ilgili bir açıklama yapan Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze şunları söyledi;
“Sulkhan Tamazashvili’yi Acara Özerk Cumhuriyeti Hükümeti Başkanlığına aday olarak takdim ettik.
Sulkhan Tamazashvili’nin Cumhurbaşkanlığı Külliyesi’nde sunumda söylediğim gibi, Adem Özerk Cumhuriyeti Hükümeti Başkanı olarak çalışmaları çok önemli olacak.
Ayrıca Tornike Rijvadze’ye çalışmalarından dolayı teşekkür ettim. Ülkemizin bu küçük bölgesinde 7 yıl boyunca Acara Özerk Cumhuriyetine hizmet etti.
Bahsettiğim gibi geçtiğimiz yıllarda Acara için çok şey yapıldı, ülkemizin bu en önemli, güzel kesiminin gelişmesi için en önemli proje ve programlar hayata geçirildi. Elbette bu davaya layık bir devam lazım.
“Değerli bir adayı temsil ettiğimizi düşünüyoruz. Sulkhan Tamazashvili, çok önemli bir yapıda, İçişleri Bakanlığı’nda yıllarca devletimize, ülkemize layıkıyla hizmet etmiştir. O, Acara’da doğdu, büyüdü ve elbette Acara Özerk Cumhuriyeti Hükümeti Başkanı olarak çalışmaları çok önemli olacak. Acara Özerk Cumhuriyeti’nin gelişimi ile ilgili faaliyetlerini doğru yönetmek için deneyime ve ilgili becerilere sahiptir. Önümüzde birçok zorluk var ve eminim ki Sulkhan Tamazashvili bu zorlukları en iyi şekilde ele alacaktır.
Gürcistan Cumhurbaşkanı Mikheil Kavelashvili, Meclis’te temsil edilen siyasi partiler ve benim imzam üzerine Sulkhan Tamazashvili’nin Acara Özerk Cumhuriyeti Hükümeti Başkanlığı için adaylığını sundu.”
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად სულხან თამაზაშვილი წარვადგინეთ.
როგორც პრეზიდენტის სასახლეში სულხან თამაზაშვილის წარდგენისას განვაცხადე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
ასევე, თორნიკე რიჟვაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადე.
იგი 7 წლის განმავლობაში ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს.
როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები და პროგრამები იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მხარე. რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება.
ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილია ღირსეული კანდიდატი. სულხან თამაზაშვილი ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს გამოცდილება, შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს თავისი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ბევრი გამოწვევაა ჩვენ წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს სულხან თამაზაშვილი თავს საუკეთესოდ გაართმევს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და ჩემი თანახელმოწერის საფუძველზე, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.