Ana Sayfa CUMHURBAŞKANLARI-BAŞBAKANLAR - BAKANLAR - MİLLETVEKİLLERİ ბათუმში 40 ოჯახს, ,,იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში, ბინები გადაეცა

ბათუმში 40 ოჯახს, ,,იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში, ბინები გადაეცა

0

ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ხელმისაწვდომი საცხოვრისის (ე.წ. იაფი სახლი) პირველი ეტაპი დასრულდა.
დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ლელა სურმანიძესთან ერთად პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ 2 სახლში 40 ოჯახს ბინები გადასცა.
პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა.
პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე 80 ოჯახს გადაეცემა ბინა.
პროექტის ღირებულება სულ 4 მილიონ 667 ათას 746 ლარს შეადგენს.

HENÜZ YORUM YOK

YORUM YAP

Please enter your comment!
Please enter your name here

error: Content is protected !!