Gürcistan ve Türkiye Cumhuriyeti arasında uluslararası karayolu taşımacılığı alanında İkili Ortak Komisyon toplantısı Gürcistan-Batum’da gerçekleştirildi.
Toplantıda taraflar, uluslararası karayolu yük ve yolcu taşımacılığının kolaylaştırılması ve taşıyıcılar için idari prosedürlerin basitleştirilmesi konularını görüştüler.
İkili karayolu trafik izinleri kotasının oluşturulması ve değişimine özel önem verildi. Komisyon çerçevesinde, bu yıl Gürcistanlı taşıyıcılara ek izin tahsisi de dahil olmak üzere ilgili bir anlaşma imzalandı.
Taraflar, toplam izin kotasındaki elektronik izinlerin payının 2027’den itibaren artırılması konusunda anlaştılar. Ayrıca, ek elektronik izin tahsisi için basitleştirilmiş bir mekanizma üzerinde de mutabık kalındı. Tarafların kararıyla, düzensiz transit yolcu taşımacılığı için de elektronik izinler uygulamaya konulacak ve bu, iki ülke arasında bu yöndeki ilk pilot proje olacak.
ბათუმში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების ხელშეწყობისა და გადამზიდველებისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივების საკითხებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი საავტომობილო მიმოსვლის ნებართვების კვოტის დადგენასა და გაცვლას. კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა შესაბამის შეთანხმებას, მათ შორის ქართველი გადამზიდველებისთვის მიმდინარე წელს ნებართვების დამატებითი რაოდენობის გამოყოფის თაობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2027 წლიდან ნებართვების საერთო კვოტაში ელექტრონული ნებართვების წილი გაიზრდება. ამასთან, შეთანხმდა ელექტრონული ნებართვების დამატებით გამოყოფის გამარტივებული მექანიზმი. მხარეების გადაწყვეტილებით, ელექტრონული ნებართვები არარეგულარულ სატრანზიტო სამგზავრო გადაყვანებზეც დაინერგება და ეს ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის პირველი საპილოტე პროექტი იქნება.



